ვაკანსიის დეტალები

HR ჯენერალისტი

ფინანსური კომპანია სონო კრედიტი
თბილისი
ბოლო ვადა: 26.11.2026

ფინანსური კომპანია სონო კრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე HR ჯენერალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო ფორმატი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების ყოველდღიურ პროცესებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;
  • დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;
  • შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
  • Onboarding პროცესების მართვა
  • HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომლების დატრენინგება და შეფასება.
  • შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • HR მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
  • კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: solocreditcv@gmail.com ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR ჯენერალისტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე