ვაკანსიის დეტალები

IT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორი

Shaurma Club
თბილისი
ბოლო ვადა: 21.11.2026

Shaurma Club აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე IT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს. „მასტერ ფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club“-ის სახელით არის ცნობილი.
აცხადებს ვაკანსიას IT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე

ანაზღაურება: 4000 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზ.7

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა აუცილებელია

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელის კონფიგურაცია - ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
  • პერსონალისთვის დახმარების დროულად აღმოჩენის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება.
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა;
  • სერვერული ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, კონფიგურაცია, მონიტორინგი;
  • ტექნიკური დახმარება (Helpdesk):
  • სათვალთვალო კამერების (IP და ანალოგური), NVR/DVR ჩამწერების კონფიგურაცია და კამერების დისტანციური წვდომის გამართვა.
  • IT ტექნიკის ბაზრის ცოდნა, ფასების შედარების, ოპტიმალური აპარატურის შერჩევისა და შესყიდვების ორგანიზების უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • ლოგიკური აზროვნება და რთული ტექნიკური გაუმართაობების სწრაფად აღმოფხვრა
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
  • კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კომფორტული სამუშაო გარემოს
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდს

აუცილებელია რეზიუმე/CV-ში მიუთითოთ მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია!
აუცილებელია წარმოადგინოთ სარეკომენდაციო წერილი!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com გთხოვთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე