ვაკანსიის დეტალები

PR მენეჯერი

პრეზი-დენტი
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

პრეზი-დენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე PR მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტი“ აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს კლინიკის ცნობადობის გაზრდაზე, ბრენდის იმიჯის განვითარებასა და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • სოციალური მედიის გვერდების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
  • სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზება;
  • ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • კლინიკის მომსახურებებისა და სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაცია;
  • კლინიკის ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა;
  • პაციენტების მოზიდვისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ახალი იდეებისა და პროექტების შეთავაზება;
  • თანამშრომლობა კლინიკის ექიმებთან და ადმინისტრაციასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • PR-ის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
  • კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და ვიზუალური მასალების დამუშავების გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
  • პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და, სურვილის შემთხვევაში, შესრულებული პროექტების პორტფოლიო: prezident.stomatology@gmail.com

შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტის“ ბრენდი!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე